შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა სამუშაოებში ჩართულია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკა.
მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან მამუკა თურმანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გაიწმინდა ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახები. უწყების რეკომენდაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 49 ოჯახი.
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
შუახევში, მეოთხე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები